თავში

გერმანიაში რემონტის დროს ბანკის ძარცვა აღკვეთეს

​გერმანიაში რემონტის დროს ბანკის ძარცვა აღკვეთეს
გერმანიაში რემონტის დროს ბანკის ძარცვა აღკვეთეს

მუშები, რომლებიც შპენგეში გერმანული ბანკის Volksbank პარკინგზე ფილებს ცვლიდნენ, აღმოაჩინეს გვირაბი, რომელიც ფინანსურ დაწესებულებამდე იყო გათხრილი. ინფორმაციას გამოცემა Der Spiegel ავრცელებს.

მისი ცნობით, 14 მაისს პარკინგზე ფილები ჩავარდა. მუნიციპალური სამსახურები ვარაუდობდნენ, რომ ამ ადგილას მილი გასკდა. ფილების აღების შემდეგ მათ გვირაბი აღმოაჩინეს, რომლის სიგრძე დაახლოებით 8 მეტრი, სიგანე კი ერთი მეტრი იყო. ის ტრანსფორმატორის ჯიხურიდან იწყებოდა.

Volksbank-ის წარმომადგენელი თვლის, რომ ბოროტმოქმედები ძარცვას 23 მაისს გეგმავდნენ, როდესაც დაწესებულება დახურული იქნებოდა, რადგან კათოლიკეები და პროტესტანტები სამების დღეს აღნიშნავენ.

ამჟამად პოლიცია ბოროტმოქმედებს ეძებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system