თავში

გერმანიაში ტერაქტის მცდელობაში ბრალდებულთა პროცესი დაიწყო

​გერმანიაში ტერაქტის მცდელობაში ბრალდებულთა პროცესი დაიწყო
გერმანიაში ტერაქტის მცდელობაში ბრალდებულთა პროცესი დაიწყო

გერმანიაში ულტრამემარჯვენე ჯგუფს ტერაქტის მცდელობისთვის ასამართლებენ. ტერორიზმში ეჭვმიტანილი 11 პირის პროცესი შტუტგარტში იმართება.  დაჯგუფება Gruppe S-ის წევრები, რომელთა ასაკი 32-დან 61 წლამდე მერყეობს, თებერვალში დააკავეს. ყველა მათგანი ეთნიკურად გერმანელია.  ინფორმაციას BBC ავრცელებს. ისინი სამოქალაქო ომის გაღვივების მიზნით მუსლიმებსა და პოლიტიკოსებზე თავდასხმების ორგანიზებას გეგმავდნენ. კიდევ ერთი განსასჯელი პოლიციელია, რომელსაც დანაშაულებრივი ჯგუფისთვის მატერიალური დახმარების აღმოჩენაში ედება ბრალი. დაჯგუფების ერთ წევრს დაუსწრებლად ასამართლებენ.  

ბრალდების მხარის განცხადებით, რადიკალები გერმანიის სახელმწიფო და სოციალური წესრიგის შერყევას ისახავდნენ მიზნად.

დაჯგუფების სავარაუდო ხელმძღვანელნა ვერნერ ს-მ 2019 წელს ერთი შეხვედრის ორგანიზება მოახდინა, შემდეგ უკვე ისინი ტელეფონით კონტაქტობდნენ. მათ არსენალში უკვე იყო 27 სახეობის დაურეგისტრირებელი იარაღი. დაჯგუფების წევრები დამატებით საბრძოლო მასალის  შეძენას გეგმავდნენ. 

ხელისუფლება ულტრამემარჯვენე დაჯგუფების შესახებ 2019 წლის შემოდგომაზე გააფრთხილეს. 2020 წლის თებერვალში 13 პირი დააკავეს, რომელთაგან ერთი წინასწარ პატიმრობაში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system