თავში

გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ქალი გახდა

​გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ქალი გახდა
გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტი ქალი გახდა

გერმანიის ბუნდესტაგის ახალი პრეზიდენტი სოციალ-დემოკრატი ბერბელ ბასი გახდა. მას 576 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

90 პარლამენტაში წინააღმდეგი იყო, 58-მა თავი შეიკავა.

ბასი ქვეყნის ისტორიაში მესამე ქალი გახდა, რომელმაც ეს პოსტი დაიკავა.

53 ბერბელ ბასი ბუნდესტაგის დეპუტატი 2009 წლიდან არის.

"პოლიტიკა მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც გასაგებია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ რთულ საკითხებს ისეთ ენაზე გადავთარგმნით, რომელიც ყველასთვის გასაგები იქნება",- განაცხადა ბაასმა.

მან პირობა დადო, რომ პარლამენტი მოსახლეობის ყველა სფეროს ინტერესებში მუშაობას ეცდება და ის სიძულვილის დემონსტრაციის ადგილი არ იქნება.

ბასის წინამორბედი, ვოლფგანგ შოიბლე "ქრისტიან დემოკრატიული კავშირიდან" ამ პოსტზე რეკორდსმენი იყო. ის პირველად 1972 წელს აირჩიეს და ბუნდესტაგს ჯამში 49 წელი ხელმძღვანელობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system