თავში

გერმანიის საუკუნის ძარცვის უკანასკნელი ეჭვმიტანილიც დაკავებულია

​გერმანიის საუკუნის ძარცვის უკანასკნელი ეჭვმიტანილიც დაკავებულია
გერმანიის საუკუნის ძარცვის უკანასკნელი ეჭვმიტანილიც დაკავებულია

გერმანიის პოლიციამ დრეზდენის მუზეუმის "მწვანე სარდაფების" გაქურდვასა და ძვირადღირებული სამკაულების მოპარვაში უკანასკნელი, მეხუთე ეჭვმიტანილიც დააკავა. ის 22 წლის აბდულ მაჯიდ რემოა. დანარჩენი 4 ეჭვმიტანილი, მათ შორის აბდულ მაჯიდ რემოს ტყუპისცალი მუჰამედ რემოა. ისინი გასულ წელს დააკავეს. პოლიცია მოპარული ნივთების ძებნას ამ დრომდე განაგრძობს.

აბდულ მაჯიდ რემო ბერლინის სამხრეთ ნაწილში, ბინაში დააკავეს და დრეზდენში გადაიყვანეს. ჩხრეკისას პოლიციამ მობილური ტელეფონი და ტანსაცმელი ამოიღო.

გერმანიის ქალაქ დრეზდენში პოლიცია ძვირფასეულობის მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, ევროპაში უმსხვილესი კოლექციის ძარცვის ფაქტს იძიებს. ინციდენტი "მწვანე სარდაფების" მუზეუმში 2020 წლის 25 ნოემბერს მოხდა.

ექსპერტების თქმით, მოპარული ნივთების ღირებულება მილიარდ ევროს შეადგენს.

პირები, რომლებმაც დრეზდენში მუზეუმი "მწვანე სარდაფები" გაძარცვეს, ფარნებით და ცულებით იყვნენ შეიარაღებულნი, რომლითაც დარბაზში ვიტრინა ჩაამსხვრიეს.

ძარცვის ვიდეო დრეზდენის პოლიციამ გაავრცელა.

"მწვანე სარდაფების" დირექტორი დირკ სინდრამი დრეზდენში მომხდარ ძარცვას ფილმს "შეუსრულებელი მისია" ადარებს.

დრეზდენის პოლიციაში აცხადებენ, რომ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც გამოძიებას მუზეუმ "მწვანე სარდაფებიდან" მოპარული ძვირფასეულობის პოვნაში დაეხმარება, ჯილდოს სახით 500 ათას ევროს გადაიხდის.

ძვირფასი კოლექცია მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა ჯარებმა რუსეთში გაიტანეს, როგორც სამხედრო ნადავლი. ძვირფასეულობა გერმანიამ 1958 წელს დაიბრუნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system