თავში

გერმანიის ზოოპარკში ცხოველების ხოცვა დაიწყეს - PHOTO

გერმანიის ზოოპარკში ცხოველების ხოცვა დაიწყეს
გერმანიის ზოოპარკში  ცხოველების ხოცვა დაიწყეს - PHOTO

გერმანიის ზოოპარკის დირექტორის, ვერენა კასპარის თქმით, შესაძლოა, ბარბაროსული ზომების მიღება გახდეს საჭირო, რათა ცხოველები შიმშილით არ დაიხოცნონ. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს. 

გერმანიის ზოოპარკმა შეადგინა იმ ცხოველების სია, რომელთა მოკვლაც მოუწევთ, რათა სხვა ცხოველები გამოკვებონ. კორონავირუსით გამოწვეული მდგომარეობის გამო, გერმანიის ზოოპარკიც დახურულია და ვიზიტორებისგან შემოსული თანხაც აღარ არსებობს, ამიტომ ზოოპარკის დირექციას  ცხოველების გამოკვება ძალიან უჭირს. 

"ბევრ ცხოველს ყოველდღიურად სჭირდება უზარმაზარი რაოდენობით ახალი საკვები, რაც ძნელია იმის გამო, რომ ზოოპარკს მომხმარებლები არ ჰყავს, მე ცხოველების მოკვლა მომიწევს ვიდრე შიმშილით დავხოცო ისინი", - განაცხადა ზოოპარკის დირექტორმა. 

სამწუხაროდ, მხოლოდ გერმანიის ზოოპარკში არ არის ასეთ მდგომარეობა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოველების გამოკვება პრობლემად იქცა და ადმინისტრაცია იძლებულეა, მათი სიცოცხლე ევთანაზიის გზით დაასრულონ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system