თავში

ღარიბი ქვეყნები კოვიდ აბს სიმბოლურ ფასად მიიღებენ

ღარიბი ქვეყნები კოვიდ აბს სიმბოლურ ფასად მიიღებენ
ღარიბი ქვეყნები კოვიდ აბს სიმბოლურ ფასად მიიღებენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განახლებული პროგრამა ღარიბი ქვეყნების COVID-19-ის სამკურნალო მედიკამენტებით მომარაგებას ემსახურება. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, პროგრამა მიზნად ისახავს ღარიბ ქვეყნებს თანაბარი წვდომა ჰქონდეთ კოვიდ-ტესტებზე, ვაქცინებსა და მკურნალობის საშუალებებზე.

ACT-A-ს პროგრამის ფარგლებში ღარიბი ქვეყნების მაცხოვრებლები, კერძოდ მსუბუქი ფორმით ინფიცირებულები ანტივირუსული პრეპარატების ერთ კურსს 10 აშშ დოლარად მიიღებენ. შედარებისთვის, პრეპარატის ერთი კურსის ღირებულება ბაზარზე 700 აშშ დოლარს შეადგენს.

გამოცემის ცნობით, საუბარია ამერიკული კომპანია Merck-ისა და მისი პარტნიორი Ridgeback Biotherapeutics-ის მიერ წარმოებულ პრეპარატ "მოლნუპირავირზე". ექსპერიმენტული აბი შესაძლოა კორონავირუსის სამკურნალო პირველი ხელმისაწვდომი პრეპარატი იყოს. 

ამერიკული კომპანია Merck აცხადებს, რომ მის მიერ შექმნილი COVID-19-ის საწინააღმდეგო აბები "მოლნუპირავირი" ინფიცირებულებში ჰოსპიტალიზაციისა და გარდაცვალების შემთხვევებს ანახევრებს.

კომპანიის წარმომადგენლები აშშ-ისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ჯანდაცვის უწყებებისგან Merck-ის აბების გამოყენებაზე ავტორიზაციას მოითხოვენ.

აღსანიშნავია, რომ მოლნუპირავირი განკუთვნილია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც სახლში მკურნალობენ და სიმპტომები ხუთზე ნაკლები დღის განმავლობაში აღენიშნებათ ან იმათთვის, ვინც სხვადასხვა რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system