თავში

ღარიბმა ქვეყნებმა დეკემბერში კოვიდვაქცინების 100 მილიონ დოზაზე უარი თქვეს

​ღარიბმა ქვეყნებმა დეკემბერში კოვიდვაქცინების 100 მილიონ დოზაზე
ღარიბმა ქვეყნებმა დეკემბერში კოვიდვაქცინების 100 მილიონ დოზაზე უარი თქვეს

დეკემბერში რამდენიმე ღარიბმა ქვეყანამ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 100 მილიონ დოზაზე უარი თქვა, რომლებიც მათ პროგრამა COVAX-ის ფარგლებში უნდა მიეღოთ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

"მხოლოდ დეკემბერში 100 მილიონზე მეტი დოზა არ იქნა მიღებული", - განაცხადა გაერო-ს ბავშვთა ფონდის მომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა, ეტლევა კადილიმ ევროპარლამენტში გამოსვლისას.

მისივე თქმით, უარის თქმის მთავარი მიზეზი ვაქცინის შენახვის ხანმოკლე ვადა გახდა. მედიკამენტების შენახვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა ღარიბი ქვეყნების ყოველთვის არ შეუძლიათ. კიდევ ერთი მიზეზი ამ ქვეყნებში ვაქცინების მიმართ უნდობლობის მაღალი დონეა.

საერთო ჯამში, COVAX პროგრამით 144 ქვეყანას ვაქცინის დაახლოებით 987 მილიონი დოზა მიაწოდეს. აქედან დაახლოებით 681 მილიონი დოზა 90 განვითარებად ქვეყანაშია გადაცემული. ამავდროულად, დაახლოებით 30 ქვეყანამ, მათ შორის კონგომ და ნიგერიამ, გადაცემული დოზების ნახევარზე ნაკლები გამოიყენეს.

ჯანმო-ს სტატისტიკის მიხედვით, იანვარში მდიდარი ქვეყნების მოსახლეობის 67%-მა ვაქცინაციის სრული კურსი გაიარა, ხოლო COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის სულ მცირე დოზა. ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის მხოლოდ 8%-მა მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system