თავში

ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა

​ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა
ღაზას სექტორში დაღუპულთა რიცხვი 64-მდე გაიზარდა

ისრაელსა და პელესტინელების დაჯგუფება "ჰამასს" შორის სარაკეტო იერიშები ამ დრომდე არ წყდება. ისრაელის ავიაციის იერიშების შედეგად ღაზას სექტორში გარდაცვლილთა რიცხვი 69-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ანკლავის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. დაღუპულთა შორის 17 ბავშვია. დაშავდა 388 ადამიანი, მათ შორის 115 ბავშვი და 50 ქალია.

"ჰამასმა" დილით ადრე რაკეტები გაუშვა თელ-ავივისა და იერუსალიმის მიმართულებით. ისრაელი ამის საპასუხოდ ღაზას სექტორზე მორიგი იერიშით დაიმუქრა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ჰამასმა სარაკეტო იერიში მიიტანა ისრაელის კიდევ ერთ ქალაქ პეტახ-ტიკვაზე. არიან დაჭრილები. შეტევაზე ისრაელის არმიამ საპასუხო იერიში განახორციელა. ებრაელებსა და არაბებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა ისრაელის ქალაქ ლოდში, რის შემდეგაც ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდა. ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო სამ დღეში, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1500-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.

გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა ისრაელშიც. "ჰამასის" სარაკეტო იერიშის შედეგად ქალაქ სდეროთში საცხოვრებელი კორპუსი დაიბომბა. დაიღუპა 6 წლის ბავშვი 20 ადამიანი დაშავდა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მეთაურები დღის ბოლოს ღაზის სექტორში სახმელეთო შეჭრის გეგმებს დაამტკიცებენ.

ისრაელსა და ჰამასს შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება პიკს აღწევს და საერთაშორისო შეშფოთებას იწვევს. ვითარება შესაძლოა კონტროლიდან გავიდეს.

ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში დღეს დილით განახორციელა. შეტევის შედეგად ცხრასართულიანი შენობა დაინგრა და 35 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ისრაელმა ღაზას სექტორზე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“ თელ-ავივისა და ცენტრალური ისრაელის ქალაქების მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა.

ისრაელის მედიის ინფორმაციით, სარაკეტო თავდასხმა ქალაქ ლოდზეც განხორციელდა. დაღუპულია ორი ადამიანი, მათ შორის ერთი შვიდი წლის გოგონაა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა მძიმეა.

ისრაელის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ღაზას სექტორში რადიკალების ყველა გვირაბი არ იქნება განადგურებული.

პალესტინის ჯგუფებმა 11 მაისს ისრაელის ქალაქ აშდოდის დაბომბვა დღის 13:00 საათზე დაიწყეს.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად, თელ-ავივის მახლობლად, ქალაქ რიშონ ლეციონში ერთი ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 8 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი.

ისრაელის არმიამ დანაყოფების გასაძლიერებლად 5000 რეზერვისტი გამოიძახა.

თელ-ავივში, სარაკეტო იერიშებისგან თავდასაცავად, მოქალაქეებისთვის თავშესაფრები გახსნეს. თუმცა, ამ ეტაპზე თელ-ავივის მიმართულებით სარაკეტო დარტყმები არ განხორციელებულა.

11 მაისის ღამით დაჯგუფება „ჰამასმა“ ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 630 რაკეტა გაუშვა. აქედან 150 ღაზას სექტორის შიგნითვე აფეთქდა. ისრაელის სარაკეტო თავდაცვის სისტემამ დაახლოებით 200 მათგანის შეკავება შეძლო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system