თავში

ეგვიპტეში ერთი პოლიციელი და 13 შეიარაღებული პირი მოკლეს

​ეგვიპტეში ერთი პოლიციელი და 13 შეიარაღებული პირი მოკლეს
ეგვიპტეში ერთი პოლიციელი და 13 შეიარაღებული პირი მოკლეს

ეგვიპტეში, ქალაქ შეიხ ზუვეიდში, შეიარაღებულ თავდასხმას 1 პოლიციელი ემსხვერპლა და 3 დაიჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცავებმა სპეცოპერაცია ქალაქ ელ-არიშში ჩაატარეს, სადაც 13 შეიარაღებული მებრძოლი დაიღუპა. პოლიციის განცხადებით, სამალავებიდან ექსტრემისტების მიერ გადამალული დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღეს.

ეგვიპტე სინაის ნახევარკუნძულზე უკვე წლებია ებრძვის "ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებად შეიარაღებული დაჯგუფების წევრებს, რომლებიც დროდადრო მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურდებიან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system