თავში

ღვინო, რომელიც კოსმოსში იმყოფებოდა 1 მილიონ დოლარად იყიდება

ღვინო, რომელიც კოსმოსში იმყოფებოდა, 1 მილიონ დოლარად იყიდება
ღვინო, რომელიც კოსმოსში იმყოფებოდა 1 მილიონ დოლარად იყიდება

ღვინო, რომელიც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) ერთ წელზე მეტხანს იმყოფებოდა, კრისტის აუქციონის სახლმა გასაყიდად გაიტანა. ერთი ბოთლი ღვინის ღირებულება 1 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 2019 წლის ნოემბერში, 2000 წლის მოსავლის 12 ბოთლი ღვინო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაიგზავნა. მათ ორბიტაზე დაახლოებით 400 დღე გაატარა და 300 მილიონი კილომეტრი გაიარა. აუქციონის სახლის თანახმად, ღვინო დედამიწას 2021 წლის იანვარში დაუბრუნდა.

დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, ბორდოს უნივერსიტეტის ღვინის ინსტიტუტის დეგუსტატორების ჯგუფმა იგი შეადარა დედამიწაზე დარჩენილ მსგავს ღვინოს. ექსპერტების აზრით, ღვინო, რომელიც კოსმოსში იყო, განსხვავდებოდა დედამიწაზე ნამყოფი ღვინისგან და ის, სულ მცირე, სამი წლით დაძველდა.

ღვინო საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაგზავნეს ექსპერიმენტისთვის, იმის დასამტკიცებლად, რომ დრო სივრცეში უფრო სწრაფად მიედინება, ვიდრე დედამიწაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system