თავში

ღვთისმშობლის ქანდაკებები წელს მსოფლიოში 14 მოგზაურობას განახორციელებს

​ღვთისმშობლის ქანდაკებები წელს მსოფლიოში 14 მოგზაურობას განახორციელებს
ღვთისმშობლის ქანდაკებები წელს მსოფლიოში 14 მოგზაურობას განახორციელებს
© Vatican News

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ, 2022 წელს ფატიმას ღვთისმშობლის სამომლოცველო ქანდაკები 14 პილიგრიმობას შეასრულებს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Vatican News ავრცელებს.

"ფატიმაში მდებარე საკურთხეველი იმედოვნებს, რომ ღვთისმშობლის პორტატული ქანდაკებების პილიგრომობას განაახლებს, რათა ყველა კონტინენტის ადამიანებამდე მიიტანოს მშვიდობისა და ხსნის გზავნილი, რომელსაც მოქცევისკენ მოწოდება ახლავს თან", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კერძოდ, ფატიმას ღვთისმშობლის ქანდაკებების ჩასვლა 14 ქვეყანაში იგეგმება - კერძოდ, პორტუგალიაში, აშშ-ში, საფრანგეთში, ნიკარაგუაში, არგენტინაში, იტალიაში, ჩილეში, ესპანეთში, კოლუმბიაში და კავკასიის ქვეყნებში.

აღნიშნულია, რომ პილიგრიმობის პროგრამამ, შესაძლოა, "ჯანდაცვის სისტემაში კრიზისის განვითარებიდან გამომდინარე" ცვლილებები განიცადოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system