თავში

Google და Apple კორონავირუსთან საბროლველად გაერთიანდებიან

Google და Apple კორონავირუსთან საბროლველად გაერთიანდებიან
Google და Apple კორონავირუსთან საბროლველად გაერთიანდებიან

კორპორაცია Apple და Google  კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდებიან. მათი მიზანია, შექმნან ტექნოლოგია, რომელსაც შეუძლია თვალყური ადევნოს კორონავირუსით დაავადებული ადამიანების კონტაქტებს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ მსგავი აქტუალობის მქონე პრობლემის მოსაგვარებლად, ურთიერთთანამშრომლობისთვის ამაზე მნიშვნელოვანი მომენტი არასოდეს ყოფილა",- ნათქვამია კომპანია Apple-ის განცხადებაში. 

ახალი ტექნოლოგია განკუთვნილია იმისთვის, რომ ინფიცირებული ადამიანის კონტაქტების თვალყურის დევნებით, კორონავირუსის ინფექციის გავრცელება გაკონტროლდეს. აღნიშნული იდეის განხორციელება ორ ეტაპად არის დაგეგმილი. მაისში დაგეგმილია პროგრამული უზრუნველყოფის ინტერფეისის შექმნა, რომელიც იმუშავებს, როგორც Android-ისა და iOS-ის ოპერაციული სისტემებზე მომუშავე მოწყობილობებიზე, რაც ოფიციალური ჯანდაცვის სისტემების პროგრამების გამოყენების ხელმისაწვდომობას განაპირობებს. მეორე ეტაპზე, კომპანიები იმუშავებენ Bluetooth-ის სპეციალურ პლატფორმაზე, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირებულთა კონტაქტებისათვის თვალყურის დევნებას უზრუნველყოფს. კერძოდ, მობილური მოწყობილობების მფლობელთა შორის კონტაქტს "ბლუთუზის" მეშვეობით დააფიქსირებენ, აღნიშნულ იინფორმაცია შეინახება და  ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური პროგრამა მეორე პირს მიაწვდის. მეორე ეტაპის განხორციელება რამდენიმე თვეში იქნება შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system