თავში

ქვეყნების რიცხვი, სადაც "დელტა" შტამი ვრცელდება, დრამატულად იზრდება

​ქვეყნების რიცხვი, სადაც "დელტა" შტამი ვრცელდება, დრამატულად იზრდება
ქვეყნების რიცხვი, სადაც დელტა შტამი ვრცელდება, დრამატულად იზრდება

იმ ქვეყნებისა და ტერიტორიების რაოდენობა, რომლებშიც კორონავირუსის ძალიან გადამდები "დელტა" შტამი ვრცელდება, 13-დან 20 ივლისამდე 13-ით გაიზარდა 124-ს მიაღწია. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცლებს.

როგორც ჯანმო-ს ყოველკვირეულ ეპიდემიოლოგიურ ბიულეტენშია აღნიშნული, ”124 ქვეყანამ და ტერიტორიამ, მათ შორის 13 ახალმა, "დელტა" ვარიანტით ინფიცირების შემთხვევების შესახებ განაცხადეს".

ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამ დროისთვის არსებული, კორონავირუსის ოთხი შტამის (ალფა, ბეტა, გამა და დელტა) გეოგრაფია ზრდას განაგრძობს. ამასთან, ექსპერტების პროგნოზით, "დელტა" სხვა ვარიანტებს სწრაფად გაუსწრებს და უახლოეს თვეებში მსოფლიოში დომინანტური გახდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system