თავში

გვინეაში ებოლას ეპიდემიის დაწყება ოფიციალურად დადასტურდა

გვინეაში ებოლას ეპიდემიის დაწყება ოფიციალურად დადასტურდა
გვინეაში ებოლას ეპიდემიის დაწყება ოფიციალურად დადასტურდა

გვინეის ჯანდაცვის სამინისტრომ, ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ებოლას ეპიდემიის დაწყების შესახებ განაცხადა.

ხელისუფლების რეკომენდაციით, იმ პირებს, რომლებსაც დაავადების სიმპტომები აღენიშნებათ იზოლაციაში გადაიყვანენ. გარდა ამისა, გაიხსნება ვაქცინაციის ცენტრი, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, მოსახლეობის აცრას უზრუნველყოფს.

ებოლას დაავადებით გარდაცვალების შემთხვევა გვინეაში 2016 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა. ებოლას ინფექციით სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო კიდევ 5 პირს დაავადება დაუდასტურდა.

2013-2016 წლებში დასავლეთ აფრიკაში ებოლას ეპიდემიას, რომელიც გვინეადან გავრცელდა, 11 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ებოლაზე ვაქცინაცია გვინეაში 2015 წლიდან დაიწყო, რისი საშუალებითაც აფრიკამ პანდემია დაამარცხა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system