თავში

ჰააგის ტრიბუნალმა ბავშვ-ჯარისკაცს 25 წელი მიუსაჯა

ჰააგის ტრიბუნალმა ბავშვ-ჯარისკაცს 25 წელი მიუსაჯა
ჰააგის ტრიბუნალმა  ბავშვ-ჯარისკაცს 25 წელი მიუსაჯა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უგანდის ყოფილ ბავშვ-ჯარისკაცს, რომელიც მოგვიანებით ამბოხებულთა წინააღმდეგობის საღვთო არმიის მეთაური გახდა, 25 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.  ინფორმაციას Reuters ავრცელებს. დომინიკ ონგვენი 2015 წელს დააპატიმრეს. მას ადამიანების გატაცებაში, წამებაში, გაუპატიურებასა და სასტიკ მკვლელობაში ედება ბრალი. მის მსხვერპლთა უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ. ჰააგის ტრიბუნალმა იგი 70 სავარაუდო დანაშაულიდან 61-ითვის გაასამართლა. პროკურატურა განსასჯელისთვის სასჯელის უმაღლეს ზომას - სამუდამო პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ თავად ონგვენის პირადი ტრაგედია გაითვალისწინა და მას მხოლოდ 25 წელი მიუსაჯა.

40 წლის დომინიკ ონგვენი უგანდის ეგრეთ წოდებული ბავშვი ჯარისკაცი იყო, შემდეგ კი შეიარაღებულ დაჯგუფებას თავად ჩაუდგა სათავეში. ის ებრძოდა პრეზიდენტის ხელისუფლებას და 20 წლის განმავლობაში აწიოკებდა უგანდისა და მეზობელი სახელმწიფოების მოსახლეობას.

ონგვენი შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა 9 წის ასაკში გაიტაცეს, მოუკლეს მშობლები, გააუპატიურეს და მოკლეს ონგვენის და, მეორე და კი თავად მას მოაკვლევინეს. ბავშვ-ჯარისკაცს შეიარაღებული დაჯგუფების ცხოვრების სასტიკ წესებთან მოუწია შეგუება.

ადვოკატების თქმით, სასამართლომ განსასჯელის მიმართ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. ის თავისი ნებით არ გამხდარა მკვლელი, მას დანაშაულის ჩადენას აიძულებდნენ. მოსამართლეების გაცხადებით კი, ონგვენმა მართალია, დიდი ტრაგედია გამოიარა, მაგრამ საბოლოოდ თავადვე გახდა სასტიკი მკვლელი და უდანაშაულო ადამიანების მიმართ დანაშაულს სრულიად გააზრებულად ჩადიოდა. ამ დანაშაულების სიმძიმე კი იმდენად დიდია, რომ იგი გაცილებით მკაცრ სასჯელს იმსახურებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system