თავში

ჰაიტის პრემიერ-მინისტრის მოკვლა სცადეს, არის მსხვერპლი

ჰაიტის პრემიერ-მინისტრის მოკვლა სცადეს, არის მსხვერპლი
ჰაიტის პრემიერ-მინისტრის მოკვლა სცადეს, არის მსხვერპლი

ჰაიტიზე უცნობმა თავდამსხმელებმა ქალაქ ლე გონაივის საკათედრო ტაძართან ცეცხლი გახსნეს, როდესაც იქიდან ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი გამოდიოდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას teleSURtv ავრცელებს.

ეს ყველაფერი 2 იანვარს, ჰაიტის დამოუკიდებლობის 218 წლისთავის აღნიშვნისას მოხდა. ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ლე გონაივში დღესასწაულთან დაკავშირებით საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება გაიმართა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი არიელ ანრი დაესწრო.

საკათედრო ტაძრიდან გამოსვლისას გაისმა სროლა. ინციდენტი ვიდეოზეა დაფიქსირდა.

უსაფრთხოების სამსახურმა მინისტრთა კაბინეტის უფროსი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა. ის არ დაშავებულა. სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

შეგახსენებთ, 7 ივლისს, ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მის რეზიდენციაზე უცნობი პირების თავდასხმისას მძიმედ დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system