თავში

ჰაიტიში პრეზიდენტის მკვლელობაში ოთხი მონაწილე ლიკვიდირებულია

​ჰაიტიში პრეზიდენტის მკვლელობაში ოთხი მონაწილე ლიკვიდირებულია
ჰაიტიში პრეზიდენტის მკვლელობაში ოთხი მონაწილე ლიკვიდირებულია

ჰაიტის უსაფრთხოების ძალებმა ქვეყნის პრეზიდენტზე, ჟოვენელ მოიზზე თავდასხმასა და მკვლელობაში მონაწილე ოთხი პირის ლიკვიდაცია მოახდინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ამასთან, დაკავებულია კიდევ ორი პირი.

გავრცელებული ვერსიით, თავდამსხმელები უცხოელი დაქირავებული მკვლელები იყვნენ, რომლებიც ინგლისურ და ესპანურ ენაზე საუბრობდნენ. მათ ნარკოტიკებთან ბრძოლის ამერიკული ადმინისტრაციის თანამშრომლებად გაასაღეს თავი.

პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, კლოდ ჯოზეფმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და 15-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

7 ივლისს ჰაიტის პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზი მის რეზიდენციაზე უცნობი პირების თავდასხმისას მძიმედ დაიჭრა. ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა.

ქვეყნის ლიდერს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოში გარდაიცვალა პირველი ლედიც, რომელიც თავდასხმისას დაიჭრა, თუმცა მთავრობამ ეს ინფორმაცია უარყო.

გავრცელებული ცნობით, მოიზის რეზიდენციაზე თავდამსხმელთა ნაწილი ესპანურად ლაპარაკობდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system