თავში

ჰაკერების შემოსავალი მთელს მსოფლიოში 400 მილიონ დოლარად შეაფასეს

​ჰაკერების შემოსავალი მთელს მსოფლიოში 400 მილიონ დოლარად შეაფასეს
ჰაკერების შემოსავალი მთელს მსოფლიოში 400 მილიონ დოლარად შეაფასეს

აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭომ გამოთვალა, რომ მთელს მსოფლიოში ჰაკერების შემოსავლებმა, რომლებმაც 2020 წელს გამომძალველი ვირუსები გამოიყენეს, დაახლოებით 400 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

"გამომძალველი ვირუსებით მიყენებული გლობალური ეკონომიკური ზარალი უზარმაზარია. 2020 წელს მთელს მსოფლიოში მათ საქმიანობასთან დაკავშირებულმა გადახდებმა 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა. ამასთან, გამომძალველი ჰაკერების შემოსავალმა 2021 წლის პირველ კვარტალში უკვე 81 მილიონ დოლარს გადააჭარბა", - აღნიშნულია დოკუმენტში.

თეთრი სახლის განცხადებით, ასეთი თავდასხმები ყველა ზომის ორგანიზაციის წინააღმდეგ არის მიმართული, განურჩევლად იმისა, თუ სად მდებარეობს ისინი.

ამასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ჰაკერულ თავდასხმებთან საბრძოლველად სხვადასხვა ქვეყნის ძალისხმევა უნდა გაერთიანდეს. აშშ-ის ხელისუფლება გეგმავს, კიბერ-თაღლითების ინფრასტრუქტურას, მათ შორის ფინანსურს ებრძოლოს, რომელიც მათ მოგების მიღებისა და დანაშაულის ჩადენის საშუალებას აძლევს. გარდა ამისა თეთრი სახლი გამომძალველი ვირუსების წინააღმდეგ პროგრამული უზრუნველყოფის მდგრადობის გაძლიერებასა და ფულის გათეთრებისთვის კრიპტოვალუტის გამოყენების აღკვეთას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system