თავში

ჰაკერებმა უკრაინის მთავრობის და სამინისტროების ვებგვერდები დაბლოკეს

​ჰაკერებმა უკრაინის მთავრობის და სამინისტროების ვებგვერდები დაბლოკეს
ჰაკერებმა უკრაინის მთავრობის და სამინისტროების ვებგვერდები დაბლოკეს

უკრაინაში, 14 იანვრის ღამეს, სამთავრობო ვებგვერდებზე გლობალური ჰაკერული თავდასხმა მოხდა. ინფორმაციას ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო "ფეისბუქზე" ავრცელებს.

"2022 წლის 13-14 იანვრის ღამეს გლობალური თავდასხმის გამო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი დროებით გათიშულია", - ნათქვამია განცხადებაში.

ასევე არ მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდები.

საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარ გვერდზე არის სამ - უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენაზე დაწერილი განცხადება.

"უკრაინელო! ყველა თქვენი პერსონალური მონაცემი საჯარო ქსელში აიტვირთა. კომპიუტერში არსებული ყველა მონაცემი ნადგურდება, მისი აღდგენა შეუძლებელია. ყველა ინფორმაცია თქვენს შესახებ საჯარო გახდა (...). ეს არის თქვენ წარსულის, აწმყოსა და მომავლის წილ მოხდა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system