თავში

ჰამბურგის ლაბორატორიაში ცხოველებს სასტიკად ეპყრობიან

​ჰამბურგის ლაბორატორიაში ცხოველებს სასტიკად ეპყრობიან
ჰამბურგის ლაბორატორიაში ცხოველებს სასტიკად ეპყრობიან

ჰამბურგის ლაბორატორიაში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტი დაფიქსირდა. ცხოველების უფლებების დამცველები ფარულ ვიდეოს აქვეყნებენ, რომელიც ერთ-ერთ გერმანულ ლაბორატორიაშია გადაღებული.

კადრების ავტორი ორგანიზაცია Cruelty Free International-ის თანამშრომელია, რომელმაც ტერიტორიაზე შეღწევა შეძლო.

ორგანიზაციის წევრი აცხადებს, რომ ექსპერიმენტების ფარგლებში ცხოველების სხეულებში სხვადასხვა სახის მედიკამენტები და ნივთიერებები შეჰყავდათ, რათა მათი ორგანიზმის რეაქცია შეესწავლათ.

შედეგად ცხოველები ღებინებისგან, შინაგანი სისხლდენისგან, წონის კლებისგან, სუნთქვის უკმარისობისგან და ციებ-ცხელებისგან იტანჯებოდნენ, მათ კი ყურადღებას არავინ აქცევდა.

კადრების გავრცელებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამჟამად ამ ფაქტის შესწავლა მიმდინარეობს, ექსპერიმენტების ხელმძღვანელი ლაბორატორია კი გამოძიების გამო დაიკეტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system