თავში

ჰარი სტაილზმა "გოლდენის" კლიპი გამოუშვა - VIDEO

ჰარი სტაილზმა "გოლდენის" კლიპი გამოუშვა
ჰარი სტაილზმა გოლდენის კლიპი გამოუშვა - VIDEO

ბრიტანელმა შემსრულებელმა ჰარი სტაილზმა გამოუშვა ვიდეო სიმღერაზე "Golden", რომელიც მის მეორე სტუდიურ ალბომში, "Fine Line" შედის.

კლიპის მოქმედება ამალფის სანაპიროზე ვითარდება. ვიდეო იწყება იმით, რომ სტაილზი გვირაბში მირბის და შემდეგ "გუჩის" ლურჯ კოსტუმში სერპანტინზე მოძრაობას განაგრძობს.

შემდეგ კადრებში სანაპირო ჩანს, სადაც სტაილზი ზღვაში ბანაობს. ვიდეოს ბოლოს ის კვლავ მირბის, მაგრამ ჩერდება, როდესაც ლურჯ მანქანას დაინახავს. სტაილზი მას მივარდება და მანქანის მფლობელებს ესალმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system