თავში

ჰარი სტაილზსა და ოლივია უაილდს რომანი აქვთ

ჰარი სტაილზსა და ოლივია უაილდს რომანი აქვთ
ჰარი სტაილზსა და ოლივია უაილდს რომანი აქვთ

ამერიკელი მსახიობი ოლივია უაილდი და ბრიტანელი მომღერალი ჰარი სტაილზი რამდენიმე კვირაა მედიის ყურადღების ცენტრში არიან. ცნობილია, რომ წყვილს სასიყვარულო ურთიერთობა აქვს.

წყვილი შაბათ-კვირას, კალიფორნიის ქალაქ მონტეჩიტოში, ჰარის მენეჯერის, ჯეფრი აზოფის ქორწილს დაესწრნენ, რომელსაც მხოლოდ 16 სტუმარი ესწრებოდა.

თვითმხილველების თქმით, 36 წლის უაილდი და 26 წლის სტაილზი ცერემონიის განმავლობაში ერთმანეთს არ ტოვებდნენ და სადღესასწაულო წვეულების დასრულების შემდეგ ისინი ლოს-ანჯელესში, მუსიკოსის სახლში გაემგზავრნენ.

2020 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ოლივია უაილდი თავის საქმროს, კომიკოს ჯეისონ სუდეიკსს დაშორდა. მათ ურთიერთობა 2011 წელს დაიწყეს, ხოლო 2012 წელს ისინი დაინიშნნენ. მსახიობებს ორი საერთო შვილი - 6 წლის ვაჟი ოტისი და 4 წლის ქალიშვილი დეიზი ჰყავთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system