თავში

ჰარვარდის მღვდელმსახურებმა ხელმძღვანელად ათეისტი აირჩიეს

ჰარვარდის მღვდელმსახურებმა ხელმძღვანელად ათეისტი აირჩიეს
ჰარვარდის მღვდელმსახურებმა ხელმძღვანელად ათეისტი აირჩიეს

აშშ-ში, ჰარვარდის უნივერსიტეტის მღვდელმსახურებმა ახალი ხელმძღვანელი აირჩიეს, სასულიერო პირების ახალ წინამძღვარს ღმერთის არ სწამს. 

The Guardian-ის ცნობით, უნივერსიტეტის მთავარი კაპელანი 44 წლის ათეისტი გრეგ ეპშტეინი იქნება. ის ჰუმანისტია და ავტორია წიგნისა "სიკეთე ღმერთის გარეშე: რისი სწამს მილიარდ ათეისტს". გრეგი თვლის, რომ ადამიანებს მორალის ნორმების მიხედვით ცხოვრება რელიგიის გარეშეც შეუძლიათ.

ახალი ხელმძღვანელი უნივერსიტეტის 40-ზე მეტი სხვადასხვა რელიგიის მღვდელმსახურის საქმიანობის გაუწევს კოორდინაციას.

ჰარვარდის მღვდელმსახურებს ეპშტეინი 2004 წელს შეუერთდა, როცა უნივერსიტეტის პირველი ჰუმანისტი კაპელანის, ტომას ფერიკის თანაშემწე გახდა. მომდევნო 17 წლის განმავლობაში ის სტუდენტებს აცნობდა მოძრაობას, რომლის მთავარი ცენტრიც ადამიანების ერთმანეთთან და არა ღმერთთან ურთიერთობაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system