თავში

ჰავაის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო

​ჰავაის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო
ჰავაის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო
© USGS

ჰავაის კუნძულებზე დედამიწაზე ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე აქტიური ვულკანის, კილაუეას ამოფრქვევა დაიწყო. ინფორმაციას АР ავრცელებს.

ამოფრქვევა ეროვნული პარკის "ჰავაის ვულკანების" ფარგლებში ხდება, ამიტომ საცხოვრებელ სახლებს არაფერი ემუქრება.

ამჟამად საფრთხის დონე "გაფრთხილებამდე" აწიეს, საავიაციო კოდი კი "წითლით" შეიცვალა.

კილაუეა ჰავაის კუნძულებზე ყველაზე ახალგაზრდა ვულკანია და მსოფლიოში ყველაზე აქტიური. მისი სიმაღლე 1247 მეტრია. ყველაზე მასშტაბური ამოფრქვევა 1959 წელს დაფიქსირდა.

ვულკანს ტურისტები ხშირად სტუმრობენ. აქვეა მუზეუმი, რომელშიც "ჰავაის ვულკანების" შესახებ ინფორმაციაა თავმოყრილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system