თავში

HBO Max-მა პრინც ჯორჯზე გავრცელებულ "მიმებზე" სერიალი დააანონსა

HBO Max-მა პრინც ჯორჯზე
HBO Max-მა პრინც ჯორჯზე გავრცელებულ მიმებზე სერიალი დააანონსა

სტრიმინგ სერვისმა HBO Max-მა, რომელიც ამ გაზაფხულიდან ამუშავდება, ანიმაციური სერიალის გამოსვლა დააანონსა. მისი შექმნის იდეა, სცენარისტისა და პროდიუსერის, ჰარი ჯანეტის "ინსტაგრამ" გვერდზე განთავსებული "მიმებიდან" გაჩნდა. ის პრინც ჯორჯისაა და ბრიტანული სამეფო ოჯახის შესახებ "მიმების" ავტორობით აქამდეც იყო ცნობილი.

ახალ სერიალზე "The Prince" ჯანეტთან ერთად "20th Century Fox TV" იმუშავებს. 6 წლის პრინცის პერსონაჟს თავად ჯანეტი გაახმოვანებს, პრინც ჰარის - ორლანდო ბლუმი, პრინც ფილიპს - ტომ ჰოლანდერი, ქეით მიდლტონს - ლუსი პანჩი, დედოფალი ელისაბედ მეორეს - ფრენსის დე ლა ტური, მეგან მარკლს - კონდოლა რაშადი, ხოლო პრინც უილიამს "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავი, რემზი ბოლტონის როლის შემსრულებელი ივან რეონი გაახმოვანებს. 

View this post on Instagram

“You’re pinching my pits.”

A post shared by Gary Janetti (@garyjanetti) on

 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system