თავში

ჰიქმეთ ჰაჯიევი: სომხეთის მიერ დასახლებების დაბომბვა მიზანმიმართულად ხორციელდება

ჰიქმეთ ჰაჯიევი: სომხეთის მიერ დასახლებების დაბომბვა მიზანმიმართულად
ჰიქმეთ ჰაჯიევი: სომხეთის მიერ დასახლებების დაბომბვა მიზანმიმართულად ხორციელდება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელის, ჰიქმეთ ჰაჯიევის განცხადებით,  სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის ქალაქი განჯა, ტერტერი და ჰორადიზი დაბომბეს.  

პრეზიდენტის თანაშემწემ აღნიშნა, რომ სომხეთის მხრიდან განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაიღუპა და დაშავდა აზერბაიჯანის რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე. 

"საომარი მოქმედებების დროს საჭიროა მკაფიოდ განვასხვაოთ მებრძოლები და სამოქალაქო პირები, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტები. სომხეთის მიერ აზერბაიჯანის დასახლებების მასიური დაბომბვა ყოველგვარი სამხედრო საჭიროების გარეშე შემთხვევითი არ არის და მიზანმიმართულად ხორციელდება. სომხეთის მიერ დასახლებების სისტემატური დაბომბვა მოწმობს იმ ფაქტს, რომ ეს გეგმა წინასწარ იყო მომზადებული.

სომხეთის ეს ქმედებები წარმოადგენს აზერბაიჯანის წინააღმდეგ აგრესიისა და სამხედრო ოკუპაციის პოლიტიკის ნაწილს, რომელიც 30 წელზე მეტია გრძელდება.

რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, სომხეთის ჯარები აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიებიდან  მთლიანად უნდა გაიყვანონ", - განაცხადა ჰიქმეთ ჰაჯიევმა. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხეთის შეიარაღებულ ძალებს განჯაში მდებარე სამხედრო ობიექტები არ დაუბომბავთ, არამედ ისინი თავს მშვიდობიან მოსახლეობას დაესხნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system