თავში

ჰილარი კლინტონმა ბაიდენის მუშაობა შეაფასა

ჰილარი კლინტონმა ბაიდენის მუშაობა შეაფასა
ჰილარი კლინტონმა ბაიდენის მუშაობა შეაფასა
© deadline.com

აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა ჯო ბაიდენის თეთრ სახლში ყოფნის პირველი 100 დღე შეაფასა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.

"მე მას მივცემდი უმაღლეს შეფასებას. მან ბევრი რამ გააკეთა იმის საჩვენებლად, თუ როგორ უნდა მუშაობდეს პრეზიდენტი თეთრ სახლში. ის მუშაობს ღირსებით, მიზანდასახულობით, პასუხისმგებლობით. პრეზიდენტი ხალხს დიდ ყურადღებას აქცევს", - განაცხადა კლინტონმა.

მისი თქმით, ბაიდენის გუნდს აქვს გამოცდილება, რომ ფედერალურ მთავრობაში იმუშაოს. მისი აზრით, პრეზიდენტმა უამრავი პოზიტიური ნაბიჯი გადადგა, რომ წარსული კი არ დაებრუნებინა, არამედ ყველაფერი ახლიდან დაეწყო.

წარმატებულ ნაბიჯებს შორის კლინტონმა დაასახელა ეკონომიკის გადარჩენის გეგმა და ასევე წარმატებული ვაქცინაციის კამპანია.

"ხალხს არ სჭირდება მუდმივად ნერვიულობა, როდესაც ისინი თავიანთ პრეზიდენტს ტელევიზორში ხედავენ, მათ არ სჭირდებათ თავის ქნევა და გაკვირვება იმის გამო, რომ პრეზიდენტი ხალხს მიმართავს, რომ კორონავირუსთან საბრძოლველად მათეთრებელი დალიონ. ახლა ჩვენ გვყავს სექსუალური, გამოცდილი პრეზიდენტი და მადლობა ღმერთს, რომ გვყავს", - დასძინა კლინტონმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system