თავში

Hill: აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც პელოსის ლეპტოპის რუსეთისთვის გადაცემას ცდილობდა

​Hill: აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც პელოსის ლეპტოპის
Hill: აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელიც პელოსის ლეპტოპის რუსეთისთვის გადაცემას ცდილობდა

აშშ-ში დააკავეს ქალი, რომელმაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ნოუთბუქი მოიპარა და მის გადაცემას რუსეთის სპეცსამსახურებისთვის აპირებდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტზე დაყრდნობით გამოცემა The Guardian ავრცელებს.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, რაილი ჯუნ უილიამსი სამართალდამცავებმა 18 იანვარს დააკავეს. ქალს კაპიტოლიუმში უკანონო შესვლასა და მის ტერიტორიაზე უკანონო ქმედებებში ადანაშაულებენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ არეულობებისა და კაპიტოლიუმის შტურმის დროს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ლეპტოპი მოიპარეს. გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, ქალი კომპიუტერის მიყიდვას რუსეთის საგარეო სადაზვერვო სამსახურისთვის აპირებდა.

პელოსის თანაშემწემ განაცხადა, რომ კომპიუტერი მხოლოდ პრეზენტაციების დემონსტრირებისთვის გამოიყენებოდა.

შეგახსენებთ, 6 იანვარს აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების დამტკიცება მიმდინარეობდა. დემონსტრანტებმა ჩაშალეს სხდომა და დაარბიეს კაპიტოლიუმის შენობა. დაპირისპირებას 5 ადამიანი ემსხვერპლა და ათობით დაშავდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system