თავში

ჰიმალაის მწვერვალიდან 19 ალპინისტის ევაკუაცია განხორციელდა

ჰიმალაის მწვერვალიდან 19 ალპინისტის ევაკუაცია განხორციელდა
ჰიმალაის მწვერვალიდან 19 ალპინისტის ევაკუაცია განხორციელდა

ჰიმალაის მწვერვალიდან ნეპალში, სულ მცირე, 19 ალპინისტის ევაკუაცია განხორციელდა, რადგან მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდათ.

ცნობილია, რომ შვიდი მათგანი COVID-19-ზე დადებითი აღმოჩნდა. დანარჩენი ალპინისტების ტესტების პასუხები უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი. ინფიცირებული ალპინისტები ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს და მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

ექიმებმა ალპინისტებს მოუწოდეს, დაიცვან კორონავირუსთან საბრძოლველად დაწესებული ზომები, კერძოდ, მუდმივად ატარონ პირბადეები და რესპირატორული სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system