თავში

ჰიპ-ჰოპის მოსმენა ქირურგიული ოპერაციების დროს ექიმის ეფექტურობას ზრდის

ჰიპ-ჰოპის მოსმენა ქირურგიული ოპერაციების დროს ექიმის ეფექტურობას ზრდის
ჰიპ-ჰოპის მოსმენა ქირურგიული ოპერაციების დროს ექიმის ეფექტურობას ზრდის

ქირურგიული ოპერაციების ჩატარება მუსიკის ფონზე ახალი პრაქტიკა ნამდვილად არაა, თუმცა, როგორც წესი, ექიმები კლასიკური ჟანრის მუსიკას ანიჭებდნენ უპირატესობას. აღმოჩნდა, რომ კლასიკურის  ჟანრის გარდა, ოპერაციის დროს ჰიპ-ჰოპის მოსმენამ, შესაძლოა ექიმზე უკეთესად იმოქმედოს. ამის შესახებ ინფორმაციას dailymail ავრცელებს. 

იმის დასადგენად, თუ რამდენად მოქმედებს მუსიკა ქირურგიული ოპერაციების დროს ექიმებზე, კვლევა ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სამედიცინო ფაკულტეტის 82 სტუდენტს დააკვირდნენ. ისინი სხვადასხვა  ჟანრის მუსიკის მოსმენის დროს ლაპარასკოპიას ატარებდნენ (ქირურგიული ოპერაციის ტიპი, რომელის დროსაც ქირურგს მუცლისა და მენჯის ღრუში შესასვლელად კანზე დიდი განაკვეთების გაკეთება არ უწევს). 

აღმოჩნდა, რომ ის სტუდენტები, რომლებსაც გამუდმებით ესმოდათ 70 დეციბალამდე მუსიკა, უკეთესად ართმევდნენ თავს დავალებას. რაც შეეხება ჟანრობრივად, ისინი ვინც ჰიპ-ჰოპსა და კლასიკურ მუსიკას უსმენდნენ, ლაპარასკოპია უკეთესად გამოსდიოდათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system