თავში

ჰიროშიმას დაბობვისას გადარჩენილი ადამიანი, ბირთვული იარაღის აკრძალვას მოითხოვს

ჰიროშიმას დაბობვისას გადარჩენილი ადამიანი, ბირთვული იარაღის აკრძალვას
ჰიროშიმას დაბობვისას გადარჩენილი ადამიანი, ბირთვული იარაღის აკრძალვას მოითხოვს

საერთაშორისო ბირთვული იარაღის განადგურების კამპანიის (ICAN) მთავარმა წევრმა, სეცუკო თარლოუმ, იაპონიის არასამთავრობო ორგანიზაცია "Peace Boat"-სთან ერთად ონლაინ შეხვედრა გამართა, სადაც წამყვან სახელმწიფოებს ბირთვული იარაღის აკრძალვაში გაერთიანება სთხოვა.

”ჩვენი რესურსები მიზნად ისახავს ადამიანის სიცოცხლის შენარჩუნებას და არა მის განადგურებას”, - განაცხადა თარლოუმ. 

თავად სეცუკო თარლოუ 1945 წელს 13 წლის იყო, როდესაც ჰიროშიმა დაბომბეს, ის კი გადარჩა.

ბირთვული იარაღის აკრძალვის ხელშეკრულება ხელმოწერისთვის 2017 წლის სექტემბერში გაიხსნა. ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც ბირთვული იარაღის შემუშავებას, ტესტირებას, შენახვას, ტრანსპორტირებას და გამოყენებას კრძალავს.

იმისათვის, რომ ის ამოქმედდეს, მას 50 სახელმწიფო უნდა შეუერთდეს. ამჟამად აქ 39 ქვეყანაა გაწევრიანებული.

შეგახსენებთ, რომ გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს არც ერთი წევრი ქვეყანა, ისევე როგორც იაპონია, 2017 წლის ბირთვული აკრძალვის ხელშეკრულებას არ შეუერთდა.

ბირთვული იარაღის განადგურების საერთაშორისო მოძრაობაში საქმიანობისთვის თარლოუმ  2017 წელს ნობელის პრემია მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system