თავში

HIV-ის წინააღმდეგ ახალი ვაქცინა შეიძლება რეალობად იქცეს

HIV-ის წინააღმდეგ ახალი ვაქცინა შეიძლება რეალობად იქცეს
HIV-ის წინააღმდეგ ახალი ვაქცინა შეიძლება რეალობად იქცეს

შიდსის ეპიდემიის აფეთქებიდან 40 წლის შემდეგ მეცნიერებმა ახალი ვაქცინის შექმნა სცადეს. ძალისხმევა, როგოც წესი, ასე მთავრდებოდა: "აივ-ვაქცინის უახლესი ტესტის წარუმატებელია". ახლა კი, მეცნიერებმა ახალი გეგმა შეადგინეს. მათი პოტენციური ვაქცინის მიღწევის მეთოდი იშვიათ პროცესს ასახავს, რომელიც აივ ინფიცირებული ადამიანის ზოგიერთი იმუნურ სისტემაშია გამოვლენილი. პროცესი ორგანიზმში ვირუსის რაოდენობას ამცირებს. 

Duke-ისა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფები იმ პროექტზე, რომელიც ამ თვეში, ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა. სტატიაში ნათქვამია, რომ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი იქამდე, სანამ ნამდვილი ვაქცინა ფართომასშტაბიანი ცდებისთვის მზად იქნება.

ბარტონ ჰეინსი, ჰუკის ვაქცინის ინსტიტუტის დირექტორი და ახალი კვლევის წამყვანი ავტორი ამბობს: "ვირუსის აღმოჩენის შემდეგ 20 წლის განმავლობაში პირველი ვაქცინის გაკეთებას იმ ტექნიკის გამოყენებით ცდილობდნენ, რომლითაც წარსულში წითელას, ყბაყურას, წითურასა და პოლიოს ვაქცინები წარმატებულად გაკეთდა, მაგრამ არცერთი მათგანი არ მუშაობდა."  

აივ-ით ინფიცირდებული ადამიანების დაახლოებით 20% -ში, მათი სხეულის იმუნური სისტემა სპეციალურ პროტეინებს ქმნის, რომელსაც "ანტისხეულების ფართო განეიტრალება" ეწოდება.  ეს ანტისხეულები, ვირუსის იმ ნაწილებზე შეტევითაა დაკავებული, რომლებიც  ადამიანის სხეულში მუდმივად რჩებიან. ეს პროტეინები ინფიცირებიდან რამოდენიმე წლის განმავლობაში წარმოიქმნება და მათ ვირუსის განმეორების თავიდან აცილება ან გარკვეული დროით მისი შეჩერება შეუძლია. თუმცა ისინი აივ ინფექციას ვერ განკურნავენ, რადგან ვირუსის "რეზერვუარები" უჯრედებში იმალება, სადაც ანტისხეულები ვერ აღწევს. ცხოველებზე ჩატარებულმა ამ კვლევამ აჩვენა, რომ ეს მეთოდი აივ ინფექციამდე სხვა ინფექციებს წარმატებულად ებრძობა და დაამარცხა კიდეც ისინი. აქ უკვე, ახალი პრობლემა წარმოიქმნა: დაცვა ხანმოკლე იყო. 

ახალ გამოკვლევაში, ჰეინსი და მისი კოლეგები კომპიუტერულ მოდელირებას იყენებენ და ლაბორატორიულ ტესტირებას თაგვებზე და მაიმუნებზე ატარებენ, რომ გაერკვნენ, თუ როგორ უნდა მოამზადონ იმუნური სისტემა, რომელიც აივ-ით არ იქნება დატვირთული, რათა შექმნან სპეციალური ანტისხეულები და შემდეგ განაგრძონ ახალი, ძლიერი თაობების პრეპარატების შექმნა. ვაქცინის კიდევ ერთი პლიუსი უნდა გახდეს ისიც, რომ მისი გამოყენება თვეების გამნავლობაში უნდა იყოს საკმარისი და პროცესი წლების მანძილზე არ უნდა გაიწელოს, როგორც ეს დღეს ხდება. 

ეს მიდგომა პერსპექტიული ჩანს როდენა ჯონსტონისთვის, შიდსის კვლევის არაკომერციული ფონდის სამეცნიერო ხელმძღვანელისთვის, რომელიც კვლევაში არ იყო ჩართული. 

”ბუნება საუკეთესო ინჟინერია, როდესაც საქმე  ჩვენს იმუნურ სისტემას ეხება,” - ამბობს იგი. 

ამ ანტისხეულებზე დაფუძნებულ ვაქცინას ასევე აქვს შესაძლებლობა, რომ განვითარების მხრივ, სხვებზე ბევრად უფრო ეფექტური იყოს. ამჟამად ტესტირების საბოლოო ეტაპზე აივ – ვაქცინის სამი კანდიდატია და წარმატებულად იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ აივ-ისგან დაუცველი მოსახლეობის მხოლოდ ნახევარი მაინც განიკურნება. 

ჰეინსის ის გუნდი მესამეა, რომელიც ამ ანტისხეულების შექმნით არის დაკავებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ სჭირდებათ უფრო მეტი დრო, რათა უკეთესად შეძლონ ანტისხეულების შექმნა და დარწმუნებულები არიან, რომ ამას შეძლებენ. 

მათი შეფასებით, ამ კვლევის საფუძველზე, ფართომასშტაბიანი კლინიკური კვლევებისა და აივ ვაქცინაციის დაწყებამდე, მინიმუმ კიდევ ხუთი წელი დარჩა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system