თავში

გერმანიის მთავრობამ კლიმატის დაცვის გეგმა დაამტკიცა

კანცლეირი კლიმატი
გერმანიის მთავრობამ კლიმატის დაცვის გეგმა დაამტკიცა

გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა კლიმატის დაცვის გეგმას დაუჭირა მხარი, რაც სათბურის აირების გამოფრქვევის მნიშვნელოვნად შემცირებასა გულისხმობს. ინფორმაციას საკუთარ ტვიტერზე გერმანიის გარემოს დაცვის მინისტრი სვენია შულცე აქვეყნებს.

ინიციატივა კაცლერ აგელა მერკელს ეკუთვნის. დოკუმენტი ძალაში წლის ბოლომდე უნდა შევიდეს.

გასულ თვეში კლიმატის ცვლილებებზე მომუშავე ამერიკელმა მეცნიერებმა, რომლებიც სათბურის აირების გამოტყორცნის შემცირების ქმედითი მექანიზმების შემუშავებას ითხოვენ, მსოფლიო, მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ მკაცრად გააფრთხილეს.

ანგელა მერკელმა, საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, ქმედითი გეგმის შემუშავების პირობა დადო.

გერმანიის მთავრობის მიერ შეუშავებული ზომები სამინისტროებს, იმ სექტორების მონიტორინგის საშუალებას მისცემს, რომლებიც სათბურის აირების გამოფრქვევაზე არიან პასუხისმგებელი. პროექტის ღირებულება, 54 მილიარდი ევროა. კანონპროექტი, გერმანიაში, 2030 წლამდე, გამოფრქვეული აირების 55%-ით შემცირებას ითვალისწინებს,

კანონპროექტს პოლიტიკური დანიშნულებაც აქვს. მან, სავარაუდოდ, მერკელის კოალიციის რეიტინგი უნდა აწიოს. მერკელის მემარჯვენე და მემარცხენე ძალებით დაკომპლექტებულ კოალიციას, რომელიც რეგიონულ არჩევნებზე დამარცხდა, საპენსიო და საგადასახადო რეფორმის გამო, ამომრჩეველი მკაცრად აკრიტიკებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system