თავში

ჰოლანდიამ აპლიკაცია CoronaMelder დროებით შეაჩერა

ჰოლანდიამ აპლიკაცია CoronaMelder დროებით შეაჩერა
ჰოლანდიამ აპლიკაცია CoronaMelder დროებით შეაჩერა

ჰოლანდიის მთავრობამ, აპლიკაცია, რომელიც მომხმარებელს ამცნობს იმის შესახებ, თუ რამდენად ახლოსაა პიროვნებასთან, რომელიც შესაძლოა კორონავირუსის გადამტანი იყოს, დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას TheStar ავრცელებს. 

ჯანდაცვის მინისტრის, უგო დე იონგის განცხადებით, აპლიკაციის შეჩერების მიზეზი მომხმარებელთა მონაცემების უსაფრთხოებაა. მისი თქმით, 48 საათში აპლიკაცია შემოწმდება და შემდეგ, ისევ ამუშავდება.

საქმე იმაშია, რომ ჰოლანდიური აპლიკაცია Google-ის ტექნოლოგიას იყენებს, რომელსაც, ხარვეზი აღმოაჩნდა. ამის გამო, გარკვეულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაერკვიათ, მაგალითად ჰქონდა თუ არა წარსულში ამა თუ იმ მოწყობილობის მფლობელს წარსულში კორონავირუსი.

”მომხმარებელთა კონფიდენციალურობა ყოველთვის პრიორიტეტულია.  Google-მა უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა. მე კი შემიძლია ამ გადაწყვეტილებით ნეგატიური შედეგები შევამცირო,"- განაცხადა დე იონგმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system