თავში

ჰონგ-კონგის მკვიდრს მოტყუებით 32 მილიონი დოლარი გამოსძალეს

ჰონგ-კონგის მკვიდრს მოტყუებით 32 მილიონი დოლარი გამოსძალეს
ჰონგ-კონგის მკვიდრს მოტყუებით 32 მილიონი დოლარი გამოსძალეს

ჩინეთში თაღლითებმა, რომლებიც თავს ჩინელ ჩინოვნიკებად ასაღებდნენ, 90 წლის ჰონ-კონგის მკვიდრ ქალს 32 მილიონი დოლარი გარკვეულ ანგარიშებზე გადაარიცხინეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

სატელეფონი საუბრის დროს ბოროტმოქმედებმა ქალს განუცხადეს, რომ მის პირად მონაცემებს მძიმე დანაშაულისთვის იყენებდნენ და დახმარება შესთავაზეს.

ცნობილია, რომ კრიმინალებმა პენსიონერს გასულ ზაფხულს დაურეკეს. ქალს წარუდგინეს საბუთი, რომ ისინი იყვნენ ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების ჩინოვნიკები და თქვეს, რომ მისი თანხის უსაფრთხოებისთვის საჭიროა ფულის გადარიცხვა საგამოძიებო ჯგუფის ანგარიშზე.

რამდენიმე დღის შემდეგ პენსიონერის სახლში მამაკაცი მივიდა. ჩინეთის ცრუ ჩინოვნიკებთან სატელეფონო საუბრით პენსიონერი დაარწმუნა 11 საბანკო გადარიცხვის განხორციელებაში. ბოროტმოქმედები ქალს 5 თვის განმავლობაში არიცხინებდნენ თანხას. მან, საერთო ჯამში, თაღლითებს 32 მილიონი დოლარი გადაურიცხა.

ინციდენტს ეჭვის თვალით უყურებდა მასთან მომუშავე ქალი, რომელმაც პენსიონერის ქალიშვილს დაურეკა და მომხდარის შესახებ უამბო, მან კი პოლიციას შეატყობინა.

სამართალდამცავებმა აღნიშნულ ფაქტზე 19 წლის სტუდენტი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system