თავში

ჰონგ-კონგში დისნეილენდი მესამედ იხსნება

ჰონგ-კონგში დისნეილენდი მესამედ იხსნება
ჰონგ-კონგში დისნეილენდი მესამედ იხსნება

ჰონგ-კონგში, კორონავირუსის გავრცელების გამო დახურული დისნეილენდის გახსნა 25 სექტემბერს იგეგმება.

ჰონგ-კონგის დისნეილენდის მენეჯერის თქმით, პარკი კვირაში რამდენიმე დღე ნაკლები ვიზიტორებით იმუშავებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ზომა მკაცრად იქნება დაცული.

გასართობი პარკის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ყველა სტუმარს პირბადის ტარება მოეთხოვება, ასევე არ ჩატარდება შიდა ცოცხალი წარმოდგენები.

შეგახსენებთ, დისნეილენდი, რომელიც ქალაქის მთავრობის საკუთრებაშია, კორონავირუსის ახალი ტალღის გამო 2020 წლის 15 ივლისს მეორედ დაიხურა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system