თავში

ჰონგ-კონგში, კარანტინში მყოფებს სამაჯურებით აკონტროლებენ

ჰონგ-კონგში, კარანტინში მყოფებს სამაჯურებით აკონტროლებენ
ჰონგ-კონგში, კარანტინში მყოფებს სამაჯურებით აკონტროლებენ

ჰონგ-კონგში მოღვაწე არტისტს, რომელიც ამ კვირაში თავის ქალაქში, ლონდონიდან დაბრუნდა, ჩამოსვლისთანავე სპეციალური გამაფრთხილებელი სამაჯური მისცეს. ეს არის ელექტრონული სამაჯური, რომელმაც 14 დღიანი კარანტინის დროს მისი გადაადგილება უნდა გააკონტროლოს. ეს ბოლო მიღებული ზომებია, რათა საზღვარგარეთიდან შემოსული ადამიანებისაგან ვირუსის გავრცელება მაქსიმალურად გაკონტროლდეს.

ჩინეთის მთავრობამ დღეს ქვეყანაში მიმოსვლასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები დააწესა. სხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა ნებისმიერმა ადამიანმა 14 დღიანი საკარანტინო პერიოდი უნდა გაიაროს. დარღვევის შემთხვევაში კი ელექტროსამაჯურები და სმარტფონებში ჩატვირთული სპეციალური აპლიკაციები კარანტინის ნორმების უგულებელყოფის შესახებ პოლიციას გაუგზავნის შეტყობინებას.

მთავრობამ სპეციალური განცხადებაც გამოაქვეყნა: "ამ დროისთვის ტექნოლოგიის ცენტრმა 60,000 სამაჯური გამოუშვა, ხოლო 5000 კი შესაბამისი საჭიროების ადამიანებს უკვე დაურიგდა". 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system