თავში

ჰონგ-კონგში კოლექციონერს 516 მილიონი დოლარის ნივთები მოპარეს

ჰონგ-კონგში კოლექციონერს 516 მილიონი დოლარის ნივთები მოპარეს
ჰონგ-კონგში კოლექციონერს 516 მილიონი დოლარის ნივთები მოპარეს

ჰონგ-კონგში თავდამსხმელებმა ცნობილი კოლექციონერის ბინა გაძარცვეს. მოიპარეს სამახსოვრო ნივთები, რომელთაგან ბევრი მაო ძედუნს უკავშირდება. ჯამში მოპარული ნივთების ღირებულება 516 მილიონ დოლარს შეადგენს.

კოლექციონერის თქმით, მოპარული ნივთების უმეტესობა ჩინეთის რევოლუციის დროიდან მოდის. მოპარულ ნაშრომებს შორისაა მაო ძედუნის ჩანაწერები, საფოსტო მარკები და სხვა.

მაო ძედუნის მიერ დაწერილი ნაშრომები რეგულარულად იყიდება აუქციონებზე ასი ათას დოლარად.

ცნობილმა კოლექციონერმა ორი წლის წინ საკუთარი კოლექციიდან ჰონგ-კონგის საგამოფენო სივრცეში მაო ძედუნის 200 ნივთი გამოიტანა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system