თავში

ჰონგ-კონგში მეცნიერებმა სპრეი შექმნეს, რომელიც კორონავირუსს ანადგურებს

​ჰონგ-კონგში მეცნიერებმა სპრეი შექმნეს, რომელიც კორონავირუსს
ჰონგ-კონგში მეცნიერებმა სპრეი შექმნეს, რომელიც კორონავირუსს ანადგურებს

ჰონგ-კონგში მკვლევარებმა სადეზინფექციო საშუალება შექმნეს, რომელიც ანადგურებს ყველა ვირუსს, თუკი ასეთი შეხვდება. სპრეი, რომელსაც პოლიმერული ზედაპირი აქვს, ვირუსების 99,9%, მათ შორის წითელას, ეპიდემიური პაროტიტის(ყბაყურა) და წითურას განადგურება შეუძლია.

ჰონგ-კონგის მეცნიერებათა და ტექნიკის სპეციალისტებმა ის აპრილში შექმნეს. მიუხედავად იმისა, რომ სპრეის ტესტირება COVID-19-ზე არ მომხდარა, ის კატის კალიცივირუსის წინააღმდეგ ეფექტური აღმოჩნდა. ეს კი ერთ-ერთი მდგრადი კორონავირუსია.

"სპრეი, რომელის კალიცივირუსს ანადგურებს, დეზინფექციის ეფექტურობის ოქროს სტანდარტად ითვლება. ის უფრო მდგრადია ვიდრე კორონავირუსები, მათ შორის ის, რომელმაც COVID-19-პანდემია გამოწვია", - ნათქვამია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სპრეი ისეთი ზედაპირების დამუშავებისთვისაა განკუთვნილი, როგორიცაა ბეტონი, ხე, შუშა, პლასტიკი, ქსოვილი, კანი, ტექტსტილი. ის ნივთებს მიკრობების უმეტესობისგან რამდენიმე თვის განმავლობაში იცავს. გამოყენებისას ის ზედაპირების იერს არ ცვლის.

მეცნიერების თქმით, სპრეი ეფექტური აღმოჩნდა "ფრინველის გრიპისა" და H1N1-ს შემთხვევაშიც.

ამჟამად სპრეის საბავშვო დაწესებულებების, სკოლების და სასკოლო ავტობუსების, ეკლესიაბის და სავაჭრო ცენტრების დამუშავებისთვის იყენებენ. გარდა ამისა, ის წყალგაყვანილობის მილებსა და საკანალიზაციო სისტემებშიც გამოიყენება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system