თავში

ჰონგ-კონგში საკარანტინო წესების დარღვევისთვის ჯარიმა 645 დოლარამდე გაიზარდა

ჰონგ-კონგში საკარანტინო წესების დარღვევისთვის ჯარიმა 645 დოლარამდე
ჰონგ-კონგში საკარანტინო წესების დარღვევისთვის ჯარიმა 645 დოლარამდე გაიზარდა

ჰონგ-კონგის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საკარანტინო წესების დარღვევისთვის, მათ შორის საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის გარეშე გადაადგილებისა და სოციალური დისტანცირების ზომების დაუცველობისათვის ჯარიმა 258 აშშ დოლარიდან 645 აშშ დოლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ გამოცემა Dongfang Daily წერს.

გამოცემის ცნობით, ახალი რეგულაციები 11 დეკემბრიდან ამოქმედდება.

მიმდინარე კვირის დასაწყისში ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კერი ლამმა დააანონსა, რომ  მომავალი კვირიდან საკარანტინო წესების დარღვევისთვის ჯარიმა გაიზრდებოდა. მისი მოსაზრებით, ეს ხელს შეუწყობს კორონავირუსის პრევენციას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system