თავში

HRW: ეგვიპტეში ბავშვებს თვითნებურად აპატიმრებენ და აწამებენ

HRW: ეგვიპტეში ბავშვებს თვითნებურად აპატიმრებენ და აწამებენ
HRW: ეგვიპტეში ბავშვებს თვითნებურად აპატიმრებენ და აწამებენ

უფლებადამცველი საერთაშორისო ორგანიზაციის Human Rights Watch-ის წევრები აცხადებენ, რომ ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები, მოქმედი პრზიდენტის, აბდულ ფათაჰ ალ-სისი ხელისუფლების პირობებში, ბავშვებს თვითნებურად აპატიმრებენ, აწამებენ და პროკურატურა და მოსამართლეების ამაზე თვალს ხუჭავენ. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ 43 გვერდიან ანგარიშში მოყვანილია 12-დან 17 წლამდე დაზარალებული ბავშვებისა და მათი მშობლების ჩვენებები, სადაც საუბარია მოზარდების წამებასა და მათდამი არაადამიანურ მოპყრობაზე. ბავშვების წინააღმდეგ გამოიყენებოდა იარაღი, ელექტროშოკი, თუ სხვა სასტიკი მეთოდები.

HRW-ი მიმართავს აშშ-ს, საფრანგეთსა და სხვა ევროპულ სახელმწიფოებს, შეწყვიტონ ეგვიპტის უსაფრთხოების სამსახურის დახმარება, ვიდრე ქვეყნის ხელისუფლება არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს ძალადობის ბოროტად გამოყენებისა და ბავშვების წინააღმდეგ ძალადობის შესაჩერებლად, არ გამოიძიებს დანაშაულებს და ყველა პასუხისმგებელი პირი არ აგებს პასუხს დანაშაულზე.

აბდულ-ფათაჰ ალ-სისი ხელისუფლებაში 2013 წელს მოვიდა, როდესაც დემოკრატიულად არჩეული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი სამხედრო ძალებმა მისი მმართველობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ გადააყენეს. მას შემდეგ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები ეგვიპტეში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევასა და ათობით ათასი ადამიანის უკანონო დაკავებაზე საუბრობენ.

ალ-სისი პირველად, 2014 წელს, ხმათა 97%-ით აირჩიეს, მან მეორედაც გაიმარჯვა არჩევნებში 2018 წელს, თუმცა მისი ოპონენტები არჩევნებს გაყალბებაზე საუბრობენ. გასულ წელს ეგვიპტის მოსახლეობის დაახლოებით 90%-მა რეფერენდუმით მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ალ-სისის ხელისუფლების სათავეში 2030 წლამდე დარჩენა შეუძლია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system