თავში

IAEA ჩინელ ექსპერტებსაც მოიწვევს

IAEA ჩინელ ექსპერტებსაც მოიწვევს
IAEA ჩინელ ექსპერტებსაც მოიწვევს

ჩინეთის განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ჩინელ ექსპერტებსაც მოიწვევს სამუშაო ჯგუფში, რომელიც განახორციელებს ფუკუშიმას ბირთვული სადგურიდან დაბინძურებული წყლის გადაღვრის მონიტორინგსა და შეფასებას. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს.

”IAEA აქტიურად აყალიბებს სამუშაო ჯგუფს და ახლახანს დაუდასტურა ჩინეთს, რომ იგი მოიწვის ჩინელ ექსპერტებსაც,” - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ ვენბინმა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ რადიოაქტიურ წყალს გადაღვრიდა ოკეანეში, სამხრეთ კორეისა და ჩინეთის კრიტიკა მოჰყვა, ამიტომ IAEA-მ შექმნა ჯგუფი, რომელიც ამ ოპერაციას გააკონტროლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system