თავში

იაპონია ფაქსის აპარატებს აღარ გამოიყენებს

იაპონია ფაქსის აპარატებს აღარ გამოიყენებს
იაპონია ფაქსის აპარატებს აღარ გამოიყენებს

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს, საზოგადოებრივი სამედიცინო ცენტრებისთვის ონლაინ სისტემა დანერგოს, რომლებიც კორონავირუსის შემთხვევებს ინტერნეტში დაარეგისტრირებენ.

იაპონიის მაღალტექნოლოგიური განვითარების მიუხედავად, მრავალი ბიზნესი და სამთავრობო უწყება კვლავ ფაქსის აპარატს მოიხმარს. ახალი ტექნოლოგიის დანერგვის შესაძლებლობას ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ კომპანიებისთვის გაუგებარია, რატომ დასჭირდა ამდენი დრო ამის შექმნას.

პრემიერ-მინისტრმა შინზო აბემ, რომელიც დისტანციურ მუშაობას უჭერს მხარს, რათა შეამციროს კორონავირუსის გავრცელება, მინისტრთა კაბინეტს რეგულაციების განახლებისა და დადგენის შესახებ ესაუბრა, რათა აქამდე რთული პროცედურა მარტივად შესრულდეს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ონლაინ სისტემა 10 მაისიდან ამუშავდება და სამედიცინო ცენტრების მუშაობას შეამსუბუქებს.

ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა, მასააკ ტაირმა, სამინისტროს გადაწყვეტილება მოიწონა.

”საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის IT ტექნოლოგიურმა განვითარებამ დიდი ნაბიჯი გადადგა,” - განაცხადა ტაირმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system