თავში

იაპონიამ მრავალფუნქციური "ჭკვიანი პირბადე" შექმნა

იაპონიამ მრავალფუნქციური "ჭკვიანი პირბადე" შექმნა
იაპონიამ მრავალფუნქციური ჭკვიანი პირბადე შექმნა

იაპონურმა კომპანიამ, Donut Robotics-მა ინოვაციური პირბადეები შექმნა. ამის შესახებ Reuters იუწყება.

გარედან თეთრი პლასტმასით დახურული პირბადე შიგნიდან ჩვეულებრივ სამედიცინო ნიღბს წარმოადგენს, თუმცა ის "ბლუთუზ"–ის სისტემით არის აღჭურვილი, რის გამოც მრავალ ფუნქციას ითავსებს. "ბლუთუზის" მეშვეობით ის  სმარტფონს ან ტაბლეტს უკავშირდება. შესაბამისი აპლიკაცია საშუალებას იძლევა, რომ თქვენი საუბრის დროს, "ჭკვიანმა პირბადემ" ტექსტი რვა ენაზე თარგმნოს. მას ასევე შეტყობინებების გაგზავნის, დარეკვის და სხვა მრავალი ფუნქციაც აქვს. 

დეველოპერები  მრავალი წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდნენ პროდუქტის შესაქმნელად, რომელიც გიდებსა და თარჯიმნებს დაეხმარებოდა, თუმცა ეპიდემიის დამსახურებით პროდუქტმა პირბადის სახე მიიღო. 

კომპანიის ინჟინრებმა ნიღბის პროტოტიპი ერთ თვეში შექმნეს. პირველი 5 ათასი ნიღაბი გაიყიდება იაპონიაში სექტემბერიდან გაიყიდება და მისი ფასი 40 აშშ დოლარი იქნება.  კომპანიის ხელმძღვანელი სამომავლოდ პირბადეების გაყიდვას ევროპის ქვეყნებსა და აშშ-შიც გეგმავს.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system