თავში

იაპონიაში 44 წლის ბირთვულ რეაქტორს გადატვირთავენ

​იაპონიაში 44 წლის ბირთვულ რეაქტორს გადატვირთავენ
იაპონიაში 44 წლის ბირთვულ რეაქტორს გადატვირთავენ

კომპანია Electric Power ოსაკასა და მის ინდუსტრიულ რაიონებს ემსახურება, დღეს, 23 ივნისს, სადგურ "მიჰამაზე" №3 რეაქტორს გადატვირთავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

ეს უძველესი რეაქტორია, რომელიც 2011 წლის კატასტროფის შემდეგ იქნება გადატვირთული.

ამასთან, იაპონიის პარლამენტის ბირთვული უსაფრთხოების კომიტეტის საკონსულტაციო საბჭოს წევრები შიშობენ, რომ გადატვირთვაზე ნებართვა კითხვის ნიშნებს აჩენს.

"როგორც ჩანს, მრეწველობამ და მთავრობამ ფუკუშიმადან ვერაფერი ისწავლეს", - განაცხადა საბჭოს წევრმა ტაცუჯირო სუძუკიმ.

"მიჰამა" ერთ-ერთია იმ 16 რეაქტორს შორის, რომლებმაც გადატვირთვაზე წინასწარი ან საბოლოო ნებართვა მიიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system