თავში

იაპონიაში 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის ჩრდილო-აღმოსავლეთით 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი აომორის პრეფექტურის აღმოსავლეთით, წყნარ ოკეანეში, 50 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა. 

ამ დროისათვის, შესაძლო მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. სტიქიის შედეგად პრეფექტურაში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, თუმცა ტექტონიკური ზემოქმედებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ გაფრთხილება მოიხსნა. 

იაპონური მედიის ცნობით, მიწისძვრა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ნაწილში, მათ შორის აომორის, ჰოკაიდოს და ივატეს პრეფექტურებში იგრძნობოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system