თავში

იაპონიაში 6.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 6.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
იაპონიაში 6.6 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიის კუნძულ ჰონსიუს ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროსთან 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters იაპონიის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. 

მიწისქვეშა ბიძგები წყნარ ოკეანეში, მიაგის პრეფექტურასთან 60 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. მიწისძვრა ნახევარი წუთი 16 პრეფექტურაში იგრძნობოდა. აღინიშნა, რომ ცუნამის საშიშროება გამოცხადებული არ არის.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system