თავში

იაპონიაში ანიმემ "ტიტანიკს" გადაუსწრო

​იაპონიაში ანიმემ "ტიტანიკს" გადაუსწრო
იაპონიაში ანიმემ ტიტანიკს გადაუსწრო

სრულმეტრაჟიანმა ანიმემ "დემონების მკვეთი ხმალი: უსასრულო მატარებელი" იაპონიაში გაქირავების ისტორიაში წარმატების მაჩვენებლით მეორე ადგილი დაიკავა.

ფილმის შემოსავალმა 240 მილიონ დოლარს უკვე გადააჭარბა.

მან "ტიტანიკი" ჩააჩოჩა და ის მესამე ადგილზე გადააგდო.

პირველ ადგილს რეიტინგში კი ისევ "მოჩვენებების მიერ გატაცებულნი" იკავებს. 2001 წელს გამოსული ფილმის შემოსავალმა 30 მილიარდი იენა შეადგინა.

ანიმეს "დემონების მკვეთი ხმალი: უსასრულო მატარებელი" სიუჟეტის თანახმად, მთავარმა პერსონაჟმა ტანჯირომ და მისმა ერთგულმა მეგობრებმა, რომლებიც დემონების ლეგენდარული გამანადგურებლების ჯგუფში შედიან, უსასრულობის მატარებელში უცნაური გაუჩინარების სერია უნდა შეაჩერონ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system