თავში

იაპონიაში ბირთვული ელექტროსადგურის ფუნქციონირება შეაჩერეს

იაპონიაში ბირთვული ელექტროსადგურის ფუნქციონირება შეაჩერეს
იაპონიაში ბირთვული ელექტროსადგურის ფუნქციონირება შეაჩერეს

იაპონიის ბირთვული ენერგიის კონტროლის სახელმწიფო კომიტეტმა, ქვეყნის ყველაზე ძლიერი ბირთვული ელექტროსადგურის, კაშივაზაკი-კარივას ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა. სადგურზე უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებული ნორმების დარღვევები გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური სატელევიზიო არხი NHK ავრცელებს. 

იაპონიის უდიდეს ენერგეტიკულ კომპანიას, Tokyo Electric Power-ს, ხელისუფლებამ ოფიციალურად აუკრძალა ატომური ელექტროსადგურის რეაქტორებში ბირთვული საწვავის ჩატვირთვა. სადგური ფუნქციონირებას მხოლოდ მას შემდეგ განაახლებს, როდესაც ყველა გამოვლენილ პრობლემას მოაგვარებს. ეს კი, სავარაუდოდ 1 წელიწადში იქნება შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ბირთვულ ელექტროსადგურს უსაფრთხოების ყველაზე დაბალი შეფასება მიანიჭეს, რადგან სადგურზე გათვალისწინებული არ იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშნველოვანი ნორმა, კერძოდ ტერორისტების სადგურზე შეღწევის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ამას გარდა, ექსპერტების განცხადებით, ბირთვული მასალები სათანადოდ არ იყო დაცული.

Tokyo Electric Power დაეთანხმა ბირთვული ენერგიის კონტროლის სახელმწიფო კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას და მათთან დავას სასამართლოში არ აპირებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system