თავში

იაპონიაში ფრინველის გრიპის აფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა

იაპონიაში ფრინველის გრიპის აფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა
იაპონიაში ფრინველის გრიპის აფეთქება ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა

იაპონიაში ფრინველის გრიპის აფეთქება, რომელიც 2020 წლის ნოემბერში დაფიქსირდა, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა. ამის შესახებ იაპონიის მთავრობის გენერალურმა მდივანმა განაცხადა.

მისი თქმით, დაავადება ქვეყნის 15 პრეფექტურის ფრინველის 36 ფერმაში დაფიქსირდა.

"ეს მაჩვენებელი ისტორიაში ყველაზე მასშტაბური გახდა",- განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა.

იაპონურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრინველის გრიპის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით იაპონიის ხელისუფლებამ 6 მილიონზე მეტი ქათამი უკვე დახოცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system